ინფორმაცია მე-7 კლასში მისაღები გამოცდის შესახებ!

შეგახსენებთ, რომ კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა ჩატარდება ხვალ, 2019 წლის 21 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, (ე.წ. მაღლივ კორპუსთან).


მოსწავლე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს 8 საათსა და 30 წუთზე. გამოცდა დაიწყება არაუადრეს 09:30-ზე. ტესტირების ხანგძლივობა 3 საათი და 30 წუთი.


გამოცდაზე მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს ან პირადობის მოწმობა, ან ID ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა.


მოსწავლემ თან უნდა იქონიოს საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის. სასურველია, მოსწავლეს ჰქონდეს წყალი.


საგამოცდო ბილეთი შედგება 30 ამოცანისგან. მათგან 25 იქნება დახურულბოლოიანი ამოცანა 6 სავარაუდო პასუხით. 5 იქნება ასევე დახურულბოლოიანი ამოცანა, ოღონდ 8 სავარაუდო პასუხით.


25 ამოცანის სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით, ბოლო სხვა ხუთი ამოცანიდან ორის სწორი პასუხი შეფასდება 1,1 ქულით, ორის -1,2 ქულით, ერთის -1,4 ქულით, რაც წინასწარ იქნება განსაზღვრული ბილეთში.


ტესტის მაქსიმალური ქულაა 31. სკოლაში ჩაირიცხება 139 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე. სკოლაში აგრეთვე ჩაირიცხება ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით 139-ე მოსწავლეს.


საპელაციო განაცხადი პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით მიიღება 22 ივლისს 11-დან 18 საათამდე მისამართზე ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49.


იმავე დღეს, 21 ივლისს კომაროვის სკოლის ვებ-გვერდზე აიტვირთება ყველა მოსწავლის ნაშრომი (პასუხების ფურცლები კოდების მითითებით, გვარების გარეშე) და გამოცდაზე გამოყენებული ტესტები, სამწუხაროდ, პასუხების გარეშე.


საგამოცდო ტესტები სწორი პასუხებით აიტვირთება არაუგვიანეს 24 ივლისს.


პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 25 ივლისს.


პირველადი შედეგების სააპელაციო განაცხადი მიიღება პირველადი შედეგების გამოქვეყნებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში მისამართზე: ქალაქი თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49.


ძირითადი მითითებები გამოცდის მონაწილეებს:


ა) რეგისტრატორები მოგცემენ ფურცელს, სადაც იქნება აღნიშნული თუ რომელ სექტორსა და რომელ ადგილზე იქნებით და საგამოცდო კომისიის პერსონალი მიგითითებთ ამ ადგილს;

ბ) თქვენს ადგილზე დაგხვდებათ გამოცდების ინსტრუქცია და მონაწილის ქცევის წესები. ყურადღებით გაეცანით ამ წესებს;

გ) ადგილის დაკავების შემდეგ მობილური ტელეფონი და ნებისმიერი ელექტრონული ნივთი აუცილებლად ჩააბარეთ სექტორის კურატორს. ტესტირების დაწყების შემდეგ ასეთი ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, სამწუხაროდ, აუცილებლად დაგატოვებინებენ გამოცდას;

დ) მას შემდეგ, რაც დაგირიგდებათ ამოცანები, დარწმუნდით, რომ ტესტი არ შეიცავს ხარვეზს.

ე) პასუხების ფურცლის დარიგებისთანავე შავი სამუშაოსათვის განკუთვნილ რვეულში გადაიტანეთ თქვენი პასუხების ფურცლის კოდი (რომ არ დაგავიწყდეთ) ან დაიმახსოვრებთ ბოლო სამი ციფრი, რათა გქონდეთ შესაძლებლობა იმავე ან მომდევნო დღეებში ნახოთ თქვენი ნაშრომი;

ვ) ტესტზეც და პასუხების ფურცელზეც შესაბამის ადგილას დაწერეთ თქვენი სახელი, გვარი, ვარიანტი. სწორი პასუხები გადაიტანეთ პასუხების ფურცელზე; ტესტზე შემოხაზული არ გასწორდება. გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.

ზ) თუ გექნათ ტექნიკური ან პროცედურული ხასიათის შეკითხვა, არ მოგერიდოთ, ასწიეთ ხელი და სექტორის კურატორი გაგცემთ პასუხს;

თ) გაითვალისწინეთ, რომ არანაირ შეკითხვაზე ამოცანის პირობის ირგვლივ პასუხი არ იქნება;

ი) გაითვალისწინეთ, რომ გადალაპარაკების, მინიშნების ან რაიმე სახის გადაწერის მცდელობის შემთხვევაში მიიღებთ გაფრთხილებას. გამეორების შემთხვევაში, სამწუხაროდ დაგატოვებინებენ გამოცდას;

კ) სამუშაოს დასრულების შემდეგ ასწიეთ ხელი და თქვენთან მოვა სექტორის კურატორი და ჩაიბარებს თქვენს ნაშრომს;

ლ) გამოცდის დასრულების შემდეგ დაუკვირდით, რომ არ დაგრჩეთ თქვენი ნივთები.


კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ